სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთ-ერთ ხელმომწერთან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ თეიმურაზ გვანცელაძესთან

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა პროფესორ თეიმურაზ გვანცელაძესთან - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთ-ერთ ხელმომწერთან და საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს ყოფილ წევრთან 1990-1991 წლებში.

შეხვედრა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიულ პროცესებს, 1990-1991 წლებში ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და იმ ეპოქის მნიშვნელოვან მოვლენებს მიეძღვნა. პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ სტუდენტებს პირადი მოგონებები გაუზიარა და ისაუბრა იმ გარემოებებსა და გამოწვევებზე, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესი განსაზღვრა.

მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 1991 წლის 9 აპრილის ისტორიულ მნიშვნელობაზე, დამოუკიდებლობის აქტის მიღების პროცესზე, ეროვნული მოძრაობის როლსა და იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს უკავშირდებოდა. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პროფესორისგან უშუალოდ მოესმინათ იმ პერიოდის პოლიტიკური და საზოგადოებრივი რეალობის შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი თეა ჯუღელი, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვეფხია გვარამია, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.