2026 წლის 19 ივნისს 14:00 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი მაია ხორბალაძე (სადოქტორო პროგრამა „ქართველური ენათმეცნიერება“) ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: „ძირ-ფუძეთა სემანტიკის ცვლილება ქართული ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის მიხედვით“
სამეცნიერო ხელმძღვანელი: თეიმურაზ გვანცელაძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
ოფიციალური რეცენზენტები: ქეთევან მარგიანი - ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; და სოფიო კეკუა - ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის მკვლევარი.
დისერტაციისა და დისერტაციის მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.