სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში Erasmus+ პროექტის ფარგლებში მოდულებისა და ონლაინ კურსების მეორე პილოტირება გაიმართა

2026 წლის 10 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში Erasmus+ პროექტის - სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში რბილი უნარების განვითარება 21- საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების საფუძველზე - ფარგლებში შემუშავებული მოდულებისა და სასერტიფიკატო ონლაინ კურსების მეორე პილოტირება წარმატებით ჩატარდა.

2024 წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩართულია Erasmus+ პროექტის განხორციელებაში, რომლის მიზანია სტუდენტების რბილი უნარების განვითარება და მათი შესაბამისობაში მოყვანა თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. პროექტის კოორდინატორია ინდირა ძაგანია.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რბილი უნარების ხუთი მოდულისა და ხუთი სასერტიფიკატო ონლაინ კურსის შემუშავება და სასწავლო პროცესში ინტეგრირება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სტუდენტების პროფესიული და პიროვნული კომპეტენციების განვითარებას.

პილოტირების ფარგლებში სტუდენტებს წარედგინათ შემდეგი სასწავლო მოდულები და ონლაინ კურსები:

ღონისძიების ფარგლებში ევროპის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა, პროფესორებმა იგნასიო ბლანგო და ფილიპ პენი, ჩაატარეს მასტერკლასები, რომლებიც მიეძღვნა რბილი უნარების განვითარებისა და მათი პრაქტიკული გამოყენების თანამედროვე მიდგომებს.

პილოტირება აქტიური სტუდენტური ჩართულობითა და დისკუსიებით წარიმართა. მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს წარმოდგენილი სასწავლო მასალები და გამოთქვეს ინტერესი აღნიშნული მოდულებისა და ონლაინ კურსების შემდგომი გამოყენებისა და დანერგვის მიმართ.