სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ახალგაზრდულ ბანაკში „მშვიდობა ერთობისთვის“ მონაწილეობდნენ

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო სწავლების ცენტრის სტუდენტები მონაწილეობდნენ ახალგაზრდულ ბანაკში - „მშვიდობა ერთობისთვის“, რომელიც ყვარელში გაიმართა.
ბანაკმა ახალგაზრდებს შესაძლებლობა მისცა ემსჯელათ მშვიდობის, დიალოგის, ნდობის აღდგენისა და ერთობის მნიშვნელობაზე.
მსგავსი ინიციატივები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშვიდობის კულტურის გაძლიერებისა და მომავალი თაობების აქტიური სამოქალაქო ჩართულობისთვის.