საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტზე სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა


2026 წლის 17-18 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტმა უმასპინძლა სტუდენტთა ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციას.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები.

კონფერენციის ფარგლებში მუშაობდა ინფორმატიკის, ქიმიის, ფარმაციის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის სექციები. მონაწილეებმა წარმოადგინეს აქტუალურ სამეცნიერო საკითხებზე მომზადებული მოხსენებები და საკუთარი კვლევითი შედეგები.

მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ ფართო აუდიტორიისთვის წარედგინათ საკუთარი კვლევები, გაეზიარებინათ გამოცდილება და ჩართულიყვნენ სამეცნიერო დისკუსიებში.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობასა და აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას.

ღონისძიების დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

ფაკულტეტი მომავალშიც გააგრძელებს სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობის მხარდაჭერას და აკადემიური გარემოს გაძლიერებას.