სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტ ოქსანა კოვალჩუკის დისერტაციის დაცვა გაიმართება



 2026 წლის 20 ივლისს, 11:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ინფორმატიკის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე გაიმართება ინფორმატიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტის, ოქსანა კოვალჩუკის, სადისერტაციო ნაშრომის: „გლობალური უსაფრთხოების სტანდარტების გაძლიერება პოსტკვანტური კრიპტოგრაფიის დანერგვით“ დაცვა.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

Ø  ნანა გულუა - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

Ø  ლელა მირცხულავა - ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ოფიციალური რეცენზენტები:

Ø  ნუგზარ კერესელიძე - ინფორმატიკის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

Ø  გიორგი იაშვილი - კომპიუტერული მეცნიერებების დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

დაცვა საჯაროა და გაიმართება პროფესორ რევაზ აბსავას სახელობის აუდიტორია №418-ში (მისამართი: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №26, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, IV სართული).

დისერტაციის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში.