სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტ დარეჯან ირემაშვილის დისერტაციის დაცვა გაიმართება

2026 წლის 21 ივლისს, 12:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ქიმიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე გაიმართება ბიოორგანული ქიმიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ დარეჯან ირემაშვილის სადისერტაციო ნაშრომის - „მონოსაქარიდების ახალი ტიპის წარმოებულის სინთეზი და მყარი ნარჩენების გადამუშავების ტექნოლოგიური მეთოდი“ - საჯარო დაცვა.

 

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

ლალი ტაბატაძე - ქიმიის აკადემიური დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

დავით გვენცაძე - ტექნიკის აკადემიური დოქტორი.

 ოფიციალური რეცეზენტები:

ნინო გამყრელიძე - ტექნოლოგიის კადემიური დოქტორი, პროფესორი;

ელიზავეტა ცხაკაია - ქიმიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი.

 

დაცვა საჯაროა და გაიმართება პროფესორ რევაზ აბსავას სახელობის №418 აუდიტორიაში (მისამართი: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №26, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, II კორპუსი).

 

დისერტაციის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში.