2026 წლის 20 ივლისს, 12:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ქიმიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე გაიმართება ბიოორგანული ქიმიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ მარიამ მჭედლიშვილის სადისერტაციო ნაშრომის - „ზოგიერთი ჰექსოზის წარმოებულის სინთეზი, კვლევა და ბიოკომპოზიციური მასალების შემუშავების ტექნოლოგია“ - საჯარო დაცვა.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
ლალი ტაბატაძე - ქიმიის აკადემიური დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
დავით გვენცაძე - ტექნიკის აკადემიური დოქტორი.
ოფიციალური რეცეზენტები:
ნანა ფირცხელიანი - ქიმიის აკადემიური დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ნინო ზავრადაშვილი - აგრარული უნიერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
დაცვა საჯაროა და გაიმართება პროფესორ რევაზ აბსავას სახელობის №418 აუდიტორიაში (მისამართი: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №26, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, II კორპუსი).
დისერტაციის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში.