2026 წლის, 8 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო სწავლების ცენტრში გაიმართა შეხვედრა უახლოეს პერიოდში დაგეგმილი პროექტების განხილვისა და სამშვიდობო ინიციატივებში სტუდენტთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით.
შეხვედრას სამშვიდობო სწავლების ცენტრის მკვლევარების და სტუდენტების მოწვევით ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბატონი გიორგი ვოლსკი, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სამშვიდობო განათლებისა და აკადემიური სივრცის როლს მშვიდობის მშენებლობის პროცესში. მან, საინტერესო და მნიშვნელოვანი შეფასებები გააკეთა ცენტრის განვლილ საქმიანობაზე და ცენტრის წევრებთან ერთად უახლოეს პერიოდში მშვიდობის მშენებლობის საკითხების სწავლების საერეთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა შეიქმნას კურიკულუმი, როგორც არაფორმალური განათლების მიმართულებით, ასევე, სხვადასხვა საფეხურის აკადემიური პროგრამების სახით.
შეხვედრის მონაწილეებმა გამოხატეს მზაობა მიიღონ აქტიური მონაწილეობა მშვიდობის საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმის ორგანიზებაში, რომელიც 2027 წლის მარტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო სწავლების ცენტრის ინიციატივით გაიმართება. შეხვედრაზე, ასევე, იქნა განხილული საუნივერსიტეტო-სამშვიდობო პლატფორმების ქსელის შექმნის შესახებ.