სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტ დავით ჩიქოვანის დისერტაციის დაცვა გაიმართება

 


2026 წლის 30 ივლისს, 13 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი დავით ჩიქოვანი ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: „ქართლის ეკლესია იმპერიათა გზაჯვარედინზე – დაარსებიდან კათოლიკოსობის დაწესებამდე “ .


სამეცნიერო ხელმძღვანელი: 


ზურაბ პაპასქირი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  პროფესორი


ოფიციალური რეცენზენტები:  


გონელი არახამია – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი; 


ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი – ისტორიის დოქტორი, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი


დისერტაციისა და სადისერტაციო მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში – თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61.


დისერტაციის დაცვა შედგება მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №26, VII სა¬რ¬თუ-ლი, ზვიად გამსახურდიას სახელობის საკონფერენციო დარბაზი


დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სადისერტაციო საბჭოს სწავლულ მდივანს, ასოცირებულ პროფესორს ია ჯიჭონაიას  (ტელ. 577 17 07 93).