2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტატუსშეჩერებული სტუდენტების აღდგენისა და შიდა მობილობის პროცესის ვადების შესახებ



1. სტატუსშეჩერებული სტუდენტების აღდგენისა და შიდა მობილობის მსურველთა  განაცხადებების მიღება განხორციელდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან 11 სექტემბრის  ჩათვლით ყოველდღე  1000 საათიდან 1700 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა) მისამართი: ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩა #61; ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩა #26    შესაბამის ფაკულტეტებზე;

2.  სტუდენტების აღდგენის/შიდა მობილობით ჩარიცხვის შესახებ ბრძანება გამოიცეს არა უგვიანეს 18 სექტემბრისა;

3.  აღდგენა/შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია გააფორმოს ხელშეკრულება უნივერსიტეტთან და სემესტრული გადასახადის ფარგლებში გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია 2026 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით (ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გარეშე სტატუსის აღდგენის მსურველის განცხადება სტატუსის აღდგენის შესახებ არ განიხილება);

4. ფაკულტეტის დეკანებმა უზრუნველყონ მოტივირებული დასკვნების მომზადება სტუდენტების მიერ გავლილი უმაღლესი სასწავლო კურსების ცნობის შესახებ და წარმოადგინონ, გადახდის ქვითართან ერთად, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტში   15 სექტემბრის ჩათვლით;

5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს.