მობილობის პირველ ეტაპზე ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადასვლის მსურველი სტუდენტი უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე; რეგისტრაციის ვადა განსაზღვრულია 2026 წლის 24 აგვისტოდან - 2026 წლის 8 სექტემბრის 18.00 საათამდე;
რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულ პორტალზე: https://students.emis.ge/
ვიდეო-ინსტრუქცია რეგისტრაციისთვის: https://www.youtube.com/watch?v=Gs13GS1wJ8Q
სსპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა განცხადებებისა და საჭირო თანდართული დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება შემდეგ ვადებში:
დოკუმენტაციის მიღება - 11 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) მისამართზე: ა. პოლიტკოვსკაიას № 61; სტუდენტთა რეესტრის (10:00-დან 17:00 საათამდე);
უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება - 16 და 17 სექტემბერს;
აუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა - 18 და 19 სექტემბერს;
განსაზღვრულია წარმოსადგენი დოკუმენტების შემდეგი ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):
ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის ვადა - არაუგვიანეს 2026 წლის 1 ოქტომბრისა.
დანართი
სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
1. ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა (მილევად რეჟიმში) - 35 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III სემესტრიდან);
2. ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა (მილევად რეჟიმში) - 15 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III სემესტრიდან);
3. საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა (მილევად რეჟიმში) - 10 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III სემესტრიდან);
4. პოლიტიკის მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა (მილევად რეჟიმში) - 10 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III სემესტრიდან);
5. ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა (მილევად რეჟიმში) - 30 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III სემესტრიდან);
6. სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამა (მილევად რეჟიმში) - 10 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III სემესტრიდან);
7. ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (მილევად რეჟიმში) - 15 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III სემესტრიდან);
8. ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა (მილევად რეჟიმში) - 15 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III სემესტრიდან);
9. მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი ;
10. კომპიუტერული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა - 20 ადგილი ;
11. ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი;
12. ქიმიის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი;
13. ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი;
14. გეოგრაფიის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი;
15. ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამა (მილევად რეჟიმში) - 15 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III სემესტრიდან);
16. ფარმაციის საბაკალავრო პროგრამა (მილევად რეჟიმში) - 10 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III სემესტრიდან);
17. ბიოსამედიცინო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა (მილევად რეჟიმში) - 10 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III სემესტრიდან);
18. გამოყენებითი მათემატიკის სამაგისტრო პროგრამა (მილევად რეჟიმში) - 2 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III სემესტრიდან);
19. მიკრობიოლოგიის სამაგისტრო პროგრამა (მილევად რეჟიმში) - 3 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III სემესტრიდან);
20. ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამა (მილევად რეჟიმში) - 3 ადგილი(საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III სემესტრიდან);
21. გამოყენებითი მათემატიკის სადოქტორო პროგრამა - 1 ადგილი;
22. ინფორმატიკის სადოქტორო პროგრამა - 2 ადგილი;
23. სამართლის საბაკალავრო პროგრამა (მილევად რეჟიმში) - 50 ადგილი(საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III სემესტრიდან);
24. სამართლის სამაგისტრო პროგრამა (მილევად რეჟიმში) - 3 ადგილი(საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III სემესტრიდან);
25. ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი;
26. ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი;
27. გერმანული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 10 ადგილი;
28. ისტორიის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი;
29. რუსული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 10 ადგილი;
30. აფხაზური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 5 ადგილი;
31. საქართველოს ისტორიის სადოქტორო პროგრამა - 3 ადგილი;
32. ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (მილევად რეჟიმში) - 20 ადგილი (საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების III სემესტრიდან).