2026 წლის 14 ივლისს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე „ტურიზმი და აგროტურიზმი მდგრადი განვითარების კონტექსტში“. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ლარისა თაკალანძემ მონაწილეობა მიიღო ზემოაღნიშნულ კონფერენციაზე; მან წარადგინა მოხსენება „მდგრადი აგროტურიზმი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტში“ პროფესორმა თაკალანძემ განიხილა აგროტურიზმის მდგრადი განვითარების კონცეფცია, საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD), მწვანე ეკონომიკა - მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარება (GRETA). მომხსენებელმა ისაუბრა ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში ჟან მონეს აქტივობებზე, ხაზი გაუსვა ჟან მონეს მოდულის EUPEACE როლს განათლების ხარისხის ამაღლებასა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირის მშვიდობის მშენებლობის, კონფლიქტებისა და სამშვიდობო პროცესების შესახებ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ევროკავშირის კონფლიქტების მედიაციას საქართველოში და ა.შ. (იხ. პრეზენტაცია და პროგრამა)