პროფესორმა ლარისა თაკალანძემ იურმალაში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმსა და კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

2026 წლის 17 ივლისს იურმალაში (ლატვია) ჩატარდა 12 საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი „ეკონომიკა, ბიზნესი& ფინანსები“ და 9 საერთაშორისო მულტიდისციპლინარული აკადემიური კონფერენცია. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და ჟან მონეს მოდულის „მშვიდობის ქართული   პარადიგმა და ევროკავშირის მშვიდობის მშენებლობა“  (EUPEACE)  კოორდინატორმა ლარისა თაკალანძემ მონაწილეობა მიიღო (ონლაინ) ზემოაღნიშნულ კონფერენციაზე;  მან წარადგინა მოხსენება „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლი მშვიდობის მშენებლობაში (ჟან მონეს მოდულის EUPEACE მაგალითზე“ (იხ. პროგრამა, გვ.10)  თავის მოხსენებაში პროფესორმა თაკალანძემ ხაზი გაუსვა უმაღლესი განათლების როლს მშვიდობის  მშენებლობაში, ჟან მონეს მოდულის EUPEACE და მსგავსი პროექტების როლს განათლების ხარისხის ამაღლებასა და აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებაში, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირის მშვიდობის მშენებლობის, კონფლიქტებისა და სამშვიდობო პროცესების შესახებ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ევროკავშირის კონფლიქტების მედიაციას  საქართველოში და ა.შ.