2026 წლის 22 ივლისს, Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში,
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ გრანადის უნივერსიტეტის (ესპანეთი) წარმომადგენლები
- სილვია და ნოელია ფერნანდესები.
ესპანელი სტუმრები შეხვდნენ საერთაშორისო ურთიერთობებისა
და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსს, პროფ. ინდირა ძაგანიას. შეხვედრის
ფარგლებში ყურადღება გამახვილდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გრანადის უნივერსიტეტს
შორის მრავალწლიანი, ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მხარეებმა
მიმოიხილეს უკვე განხორციელებული ერთობლივი ინიციატივები და იმსჯელეს ახალი პროექტების
დაგეგმვის პერსპექტივებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო Erasmus+ პროგრამის
ფარგლებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებს, მათ შორის - სტუდენტებისა
და აკადემიური პერსონალის მობილობის, ერთობლივი კვლევითი საქმიანობისა და საერთაშორისო
პარტნიორობის გაფართოების მიმართულებებს. შეხვედრა მეგობრულ და საქმიან გარემოში წარიმართა
და კიდევ ერთხელ დაადასტურა ორივე უნივერსიტეტის მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად განავითარონ
ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა.