სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსზე და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლებაპოვებული აბიტურიენტების რეგისტრაცია გაგრძელდება 2026 წლის 1 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით.
უნივერსიტეტში 2026–2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხვის მიზნით აბიტურიენტებმა რეგისტრაციისთვის უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
პირადობის მოწმობის ასლი;
წვევამდელის მოწმობის ასლი – ვაჟებისთვის, 2 ცალი;
საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა – ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
3 ფოტოსურათი (3\4) ელექტრონულ ვერსიასთან ერთად;
დაბადების მოწმობა – არასრულწლოვანი აბიტურიენტებისთვის.
რეგისტრაციის ვადა: 1–9 სექტემბერი 2026 წელი;
დოკუმენტების მიღების დრო: 11:00–16:00 საათი, შაბათ-კვირის გარდა;
მისამართი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის კორპუსი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61.
უნივერსიტეტი აბიტურიენტებს შეახსენებს, რომ დადგენილ ვადაში ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში აბიტურიენტი დაკარგავს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებულ სწავლის უფლებას.
აბიტურიენტებს ვთხოვთ, რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია წარმოადგინონ სრულად და განსაზღვრულ ვადებში.