25 სექტემბერს დოქტორანტი მზევინარ ჯანაშვილი ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დისერტაციას დაიცავს

2026 წლის 25 სექტემბერს 14:00 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი მზევინარ ჯანაშვილი ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: პოსტკოლონიური რეალობა, როგორც კოლექტიური ტრავმის ინსპირაცია და მისი ლიტერატურული რეფლექსია (ყარაბახის კონფლიქტის მაგალითზე)“.


სამეცნიერო ხელმძღვანელი: - მარიამ მირესაშვილი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი;


ოფიციალური რეცენზენტები:  ნანა გაფრინდაშვილი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ნანა კუცია - ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.                                                 


დისერტაციისა და დისერტაციის მაცნის  გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკაში (მისამართი: ანა პოლიტკოვსკაიას #61).