პირველკურსელთა რეგისტრაცია გახანგრძლივდა
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსზე და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლებამოპოვებული აბიტურიენტების რეგისტრაცია 14 სექტემბრიდან განახლდება და 17 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
უნივერსიტეტში 2026–2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხვის მიზნით აბიტურიენტებმა რეგისტრაციისთვის უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
პირადობის მოწმობის ასლი;
წვევამდელის მოწმობის ასლი – ვაჟებისთვის, 2 ცალი;
საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა – ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
3 ფოტოსურათი (3\4) ელექტრონულ ვერსიასთან ერთად;
დაბადების მოწმობა – არასრულწლოვანი აბიტურიენტებისთვის.
რეგისტრაციის ვადა: 14–17 სექტემბერი 2026 წელი;
დოკუმენტების მიღების დრო: 11:00–16:00 საათი, შაბათ-კვირის გარდა;
მისამართი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის კორპუსი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61.
უნივერსიტეტი აბიტურიენტებს შეახსენებს, რომ დადგენილ ვადაში ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში აბიტურიენტი დაკარგავს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებულ სწავლის უფლებას.
აბიტურიენტებს ვთხოვთ, რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია წარმოადგინონ სრულად და განსაზღვრულ ვადებში.