გარე მობილობაზე რეგისტრირებული სტუდენტების საყურადღებოდ
სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა განცხადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება:
11 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა).
11:00-დან 17:00 საათამდე.
მისამართი: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. №61, სტუდენტთა რეესტრი.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
-განცხადება;
-სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის ასლი;
-პირადობის მოწმობის ასლი;
-წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობის ასლი ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
-სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
-სტუდენტის სასწავლო ბარათი;
-უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
დოკუმენტები უნდა იყოს სათანადო წესით დამოწმებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ.
კრედიტების აღიარება განხორციელდება 16 და 17 სექტემბერს.
აღიარებული კრედიტების გაცნობა - 18 და 19 სექტემბერს.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ ბრძანება გამოიცემა არაუგვიანეს 2026 წლის 1 ოქტომბრისა.
გისურვებთ წარმატებას