სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა ადმინისტრაციული რეგისტრაციის ბოლო ეტაპი 24–25 სექტემბერს გაიმართება.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა ადმინისტრაციული რეგისტრაციის ბოლო ეტაპი 24–25 სექტემბერს გაიმართება.

რეგისტრაცია ეხება:

▪️ 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის უფლების მოპოვებულ აბიტურიენტებს, რომლებსაც ადმინისტრაციული რეგისტრაცია ამ დრომდე არ გაუვლიათ;

▪️ ე.წ. მეორადი ჩარიცხვების ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის უფლების მოპოვებულ აბიტურიენტებს.


რეგისტრაციისთვის აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

-პირადობის მოწმობის ასლი;
- წვევამდელის მოწმობის ასლი - ვაჟებისთვის, 2 ცალი;
- საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
-3 ფოტოსურათი (3×4) ელექტრონულ ვერსიასთან ერთად;
- დაბადების მოწმობა - არასრულწლოვანი აბიტურიენტებისთვის.


რეგისტრაციის ვადა: 2026 წლის 24–25 სექტემბერი;
 დოკუმენტების მიღების დრო: 11:00–17:00 საათი.

რეგისტრაციის გასავლელად გამოცხადდით იმ მისამართზე, რომელთანაც თქვენი საგანმანათლებლო პროგრამაა მითითებული.

ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61
მე-6 სართული, აუდიტორია №605


აღნიშნულ მისამართზე რეგისტრირდებიან შემდეგ პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები:

▪️ გერმანული ფილოლოგია - მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით;
▪️ ინგლისური ფილოლოგია - მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით;
▪️ ისტორია - მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით;
▪️ რუსული ფილოლოგია - მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით;
▪️ სკოლამდელი განათლება;
▪️ ქართული ფილოლოგია - მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით;
▪️ ქართულ ენაში მომზადება აზერბაიჯანულენოვანთათვის;
▪️ ქართულ ენაში მომზადება სომხურენოვანთათვის;
▪️ სატყეო საქმე;
▪️ აგრარული ტექნოლოგიები;
▪️ აგრონომია;
▪️ მეცხოველეობა;
▪️ ქართული და აფხაზური ენა და ლიტერატურა.



ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №26
მე-4 სართული, აუდიტორია №404


აღნიშნულ მისამართზე რეგისტრირდებიან შემდეგ პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები:

▪️ ბიოლოგია - მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით;
▪️ გეოგრაფია - მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით;
▪️ კომპიუტერული ტექნოლოგიები - მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით;
▪️ მათემატიკა - მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით;
▪️ ფიზიკა - მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით;
▪️ ქიმია - მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით;
▪️ მევენახეობა და ენოლოგია;
▪️ გარემოსდაცვითი ინჟინერია;
▪️ ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია;
▪️ სასურსათო ტექნოლოგია;
▪️ სურსათის მეცნიერება და ტექნოლოგია;
▪️ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია - დრონის ტექნოლოგიები და აგროსისტემები;
▪️ ვეტერინარია.

 შეგახსენებთ, რომ დადგენილ ვადაში ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში აბიტურიენტი დაკარგავს მოპოვებულ სწავლის უფლებას.

გთხოვთ, რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია წარმოადგინოთ სრულად და განსაზღვრულ ვადაში.