სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ ქეთევან ლომთათიძის 115 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძის დაბადების 115 წლისთავისადმი მიძღვნილ ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

კონფერენცია გაიმართება 2026 წლის 27 ოქტომბერს.

სამუშაო ენა: ქართული
კონფერენციის სექციები და მიმართულებები:
ქართველური ენები;
აფხაზური და სხვა იბერიულ-კავკასიური ენები;
თეორიული ენათმეცნიერება.

აბსტრაქტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 10 ოქტომბერი.
აბსტრაქტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას. მას თან უნდა ახლდეს ავტორის სახელი და გვარი, აკადემიური თანამდებობა, უნივერსიტეტის ან კვლევითი დაწესებულების დასახელება, საკონტაქტო ნომერი და ელფოსტა.

აბსტრაქტები გამოაგზავნეთ ელფოსტაზე:
gvantsa-gvantseladze@sou.edu.ge

წერილის თემაში მიუთითეთ: „კონფერენციის აბსტრაქტი“.