ციურიხის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი (Center for Eastern European Studies - CEES) 2027 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის აცხადებს განაცხადების მიღებას საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამაზე (Fellowship Program).
პროგრამის ფარგლებში გაიცემა 5-6 რეზიდენტული სტიპენდია სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით მომუშავე მაღალი კვალიფიკაციის მქონე, ინოვაციურ ახალგაზრდა და საშუალო კარიერული საფეხურის მკვლევრებისთვის.
სასტიპენდიო პროგრამა განკუთვნილია იმ მკვლევრებისთვის, რომელთა სამეცნიერო საქმიანობა უკავშირდება აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ისტორიულ ან თანამედროვე საკითხებს.
2027 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის CEES განსაკუთრებით დაინტერესებულია იმ მკვლევართა განაცხადებით, რომელთა კვლევითი ინტერესები მოიცავს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ტენდენციებს, ეკონომიკურ დაკავშირებადობას, ტრანსნაციონალურ სოციალურ და კულტურულ საკითხებს.
სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ციურიხის უნივერსიტეტში ოთხ თვემდე რეზიდენტულ კვლევით საქმიანობას, რომელიც 2027 წლის თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყება.
პროგრამის ფარგლებში სტიპენდიანტმა უნდა განახორციელოს დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევა და აქტიურად ჩაერთოს აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის აკადემიურ საქმიანობაში.
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ უნივერსიტეტის შესაბამისი ბიბლიოთეკებით, სამუშაო სივრცითა და კვლევისთვის საჭირო რესურსებით, ასევე ითანამშრომლონ CEES-თან დაკავშირებულ ინტერდისციპლინურ სამეცნიერო საზოგადოებასთან.
სტიპენდიანტს მოეთხოვება საკუთარი კვლევის თემაზე ლექციის, სემინარის ან ვორქშოფის ჩატარება. ცენტრი ასევე მოელის კვლევის შედეგების გამოქვეყნებას CEES-ის რომელიმე პუბლიკაციაში.
პროგრამის დაფინანსება მოიცავს ოთხ თვემდე პერიოდის განმავლობაში საცხოვრებელი, მგზავრობისა და ადმინისტრაციული ხარჯების დაფარვას.
გარდა ამისა, სტიპენდიანტებს ექნებათ სამუშაო სივრცე და წვდომა ცენტრის სამეცნიერო რესურსებზე. CEES მონაწილეებს ციურიხის რეგიონში საცხოვრებლის მოძიებაშიც დაეხმარება.
პროგრამაში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა, რომ კანდიდატი განაცხადის წარდგენის მომენტში ჩარიცხული იყოს ან დასაქმებული საკუთარ უნივერსიტეტში.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
სამოტივაციო წერილი;
კვლევითი პროექტი (3-5 გვერდი);
რეზიუმე (CV), პუბლიკაციების ჩამონათვალის ჩათვლით;
წერილობითი სამეცნიერო ნაშრომის მცირე ნიმუში ინგლისურ ენაზე (სტატიის ან წიგნის თავის მოცულობის);
CEES-ში ჩასატარებელი ვორქშოფის მოკლე გეგმა;
ორი სარეკომენდაციო წერილი ან ორი რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემები.
ყველა დოკუმენტი უნდა მომზადდეს ინგლისურ ენაზე, გაერთიანდეს ერთ PDF ფაილად და გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: cees@isos.uzh.ch
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 12 ოქტომბერი.
აღნიშნულ თარიღამდე კანდიდატებმა CEES-ს უნდა გაუგზავნონ სრულყოფილი განაცხადი ყველა საჭირო დოკუმენტით.
პროგრამის პირობებისა და განაცხადის წარდგენის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ციურიხის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე:
https://www.cees.uzh.ch/en/Fellowship-Program/Current-Call.html