სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდასაუნივერსიტეტო ტურნირი მინი ფეხბურთში

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული შიდასაუნივერსიტეტო ტურნირი მინი ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ფაკულტეტის 18 გუნდი, მათემეტიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის გუნდი „სოხუმი“ გავიდა, ხოლო მესამეზე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი „სოხუმის დინამო“.
საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ მედლები და ფულადი ჯილდოები, ხოლო გამარჯვებული გუნდი „სიონი“ კი გახდა გარდამავალი თასის მფლობელი.