ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გაცილება 2017 წელი

28 ივლისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გასაცილებლად, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის მიმდებარე ეზოში, საზეიმო საღამო გაიმართა.
მანტიებში გამოწყობილ კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა: ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ფაკულტეტის დეკანებმა და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა. წარჩინებულ კურსდამთავრებულებს გადაეცათ სასაჩუქრე ოქროსფერი ლენტები, რომელსაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლოგო ამშვენებდა.
ფეიერვერკებით, ბუშტებით და სხვადასხვა სუვენირებით გაფორმებილ საღამოზე კურსდამთავრებულებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს მანტიებში, დასასრულს კი ტრადიციულად, ქუდები ჰაერში აყარეს.
საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ბენდი: „ The Goblins Dj Adamenko“.
უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ზურაბ ხონელიძე, ამ დღეს ბათუმში, რექტორთა საბჭოს სხდომაზე იმყოფებოდა და ღონისძიებას ვერ დაესწრო, რის გამოც სპეციალურად დატოვა მიმართვა, რომელიც სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, ნინო თავაძემ წაიკითხა. რექტორი კურსდამთავრებულებს ულოცავს ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურის დასრულებას და წარმატებებს უსურვებს შემდგომ საქმიანობაში.