სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის გამოცხადდა საბუთების მიღება ერასმუს+ საერთაშორისო სასტიპენდიო გაცვლით პროგრამაზე ესპანეთის ჰაენის უნივერსიტეტში (University of Jaén).
პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, 2026–2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი ესპანეთში გაატარონ, მიიღონ საერთაშორისო აკადემიური გამოცდილება, გაიღრმაონ ცოდნა და განივითარონ პროფესიული და ენობრივი კომპეტენციები.
პროგრამის ძირითადი პირობები:
მასპინძელი უნივერსიტეტი: ჰაენის უნივერსიტეტი, ესპანეთი;
სწავლების საფეხური: ბაკალავრიატი;
სწავლის პერიოდი: 2027 წლის 1 თებერვლიდან 30 ივლისის ჩათვლით;
სწავლების ენა: ინგლისური ან ესპანური;
ინგლისური ენის ცოდნა: აუცილებელია B2 დონე;
გამოყოფილი ადგილების რაოდენობა: 1 ადგილი.
ჰაენის უნივერსიტეტში ხელმისაწვდომი სასწავლო კურსების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე:
ინგლისურ ენაზე შეთავაზებული სასწავლო კურსების კატალოგი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
ინგლისურენოვანი კურსების კატალოგი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 25 ოქტომბერი.
პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ელექტრონულ მისამართზე: international@sou.edu.ge.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მოუწოდებს, ისარგებლონ საერთაშორისო აკადემიური მობილობის შესაძლებლობებით, რომლებიც ხელს უწყობს მათი ცოდნის გაღრმავებას, პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციას.