სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ კოფი ეწვია

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ კოფი ეწვია. 

შეხვედრაზე,რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ  სტუმარს გააცნო სსუ-ის ისტორია, განვითარების ეტაპები, სამომავლო გეგმები და  ,,საუნივერსიტეტო დიპლომატიის'' კონცეფცია.

პროფესორმა კოფმა ისაუბრა მიჩიგანის უნივერსიტეტზე, მის სტრუქტურაზე, ფაკულტეტებზე.  მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა კვლევით კომპონენტზე და მომავალში ამ  მიმართულებით მიჩიგანის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების ურთიერთანამშრომლობის პერსპექტივაზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და  კულტურათაშორისი კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი პროფესორი ინდირა ძაგანია და ამავე სამსახურის თანამშრომელი ანი მოსაშვილი.