2026 წლის 9 ოქტომბერს კავკასიის უნივერსიტეტში (თბილისი) გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ევროკავშირის გაფართოება:
პრაქტიკა და გამოწვევები“ ERASMUS+ ჟან მონეს
კათედრის EU-PPS ფარგლებში. კონფერენციაზე მოხსენებით „ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ჟან მონეს მოდულის EUPEACE მაგალითზე“ წარსდგა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ჟან მონეს მოდულის „მშვიდობის ქართული პარადიგმა და ევროკავშირის მშვიდობის მშენებლობა“ (EUPEACE)
კოორდინატორი ლარისა თაკალანძე; პროფესორმა თაკალანძემ ხაზი გაუსვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლს მშვიდობის მშენებლობაში, ჟან მონეს მოდულის EUPEACE და მსგავსი პროექტების როლს განათლების ხარისხის ამაღლებასა და აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებაში, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირის მშვიდობის მშენებლობის, კონფლიქტებისა და სამშვიდობო პროცესების შესახებ, ევროკავშირის კონფლიქტების მედიაციას საქართველოში და ა.შ. კონფერენციის დასასრულს პროფ. ლ. თაკალანძემ კავკასიის უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცა ჟან მონეს მოდულის EUPEACE ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემუშავებული სახელმძღვანელო.