თბილისის
ტექნოპარკში
გამართულ
UNI4VERSE – FINEDU-ს ფინალზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა
ქართულენოვანი
ციფრული
უსაფრთხოების
ასისტენტი
„თვალი
AI“ წარადგინეს.
კონკურსის
პარტნიორმა
კომპანიამ
„ენაგრამმა“
სტუდენტების
პროექტი
თავის
სტარტაპად
შეარჩია.
„თვალი
AI“ მომხმარებელს
ონლაინთაღლითობის
ნიშნების
ამოცნობაში
ეხმარება.
მაგალითად,
საეჭვო
შეტყობინების
მიღებისას
მომხმარებელს
შეუძლია
ასისტენტს
შესამოწმებლად
გაუგზავნოს
ტექსტი,
ბმული
ან
ეკრანის
ანაბეჭდი.
პლატფორმა
ხელოვნური
ინტელექტისა
და
ციფრული
უსაფრთხოების
სპეციალიზებული
სერვისების
დახმარებით
აანალიზებს
მასალას,
ქართულად
განმარტავს,
თუ
რა
ნიშნები
მიუთითებს
შესაძლო
საფრთხეზე
და
მომხმარებელს
უსაფრთხო
მოქმედებას
ურჩევს.
პროექტზე
სოციოლოგიისა
და
ფსიქოლოგიის
მიმართულებების
ოთხმა
სტუდენტმა
იმუშავა.
„თვალი
AI-ის " დამფუძნებელი, სოციოლოგიის მიმარᲗულების სტუდენტი ლუკა პაპიძე
ხელმძღვანელობდა
და
გუნდის
ტექნიკურ
საქმიანობას
უწევდა
კოორდინაციას.
ფსიქოლოგიის
მიმართულების
სტუდენტებიდან
მარიშა
გოგოლაძე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე მუშაობდა და პროექტი
წარადგინა
როგორც
შიდასაუნივერსიტეტო
კონკურსზე,
ისე
ფინალში.
მარიამ
ნოდია პროდუქტის განვითარებას, ლიკა ცარციძე
კი - მომხმარებელთა
საჭიროებებს
იკვლევდანენ.
გუნდის
მენტორი
და
უფროსი
მკვლევარი
იყო
სოხუმის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის
ასოცირებული
პროფესორი
მანანა
გაგოშიძე, რომელიც კვლევით პროცესს ხელმძღვანელობდა. მისი შეფასებით,
პროექტის
წარმატებაში
გადამწყვეტი
როლი
სტუდენტების
შეთანხმებულმა
მუშაობამ
შეასრულა.
მან
გუნდის
სახელით
მადლობა
გადაუხადა
უნივერსიტეტის
ხელმძღვანელობას
და
განსაკუთრებით
აღნიშნა
ბიზნესისა
და
სოციალურ
მეცნიერებათა
ფაკულტეტის
დეკანის,
ირმა
დიხამინჯიას, პირადი ჩართულობა და მხარდაჭერა.
წელს
UNI4VERSE – FINEDU ფინანსურ განათლებას მიეძღვნა და მასში საქართველოს 32 უნივერსიტეტი მონაწილეობდა. ფინალში
27 უნივერსიტეტის
გუნდებმა
ჟიურის
საკუთარი
პროექტები
და
პროტოტიპები
წარუდგინეს.
კონკურსის
მთავარი
გამარჯვებული
ბიზნესისა
და
ტექნოლოგიების
უნივერსიტეტის
გუნდი
AEGIS გახდა.
კონკურსი
საქართველოს
ინოვაციების
და
ტექნოლოგიების
სააგენტომ
(GITA) საქართველოს
ეროვნული
ბანკის
საგანმანათლებლო
პლატფორმა
FinEdu-სთან
პარტნიორობით,
საქართველოს
განათლების,
მეცნიერებისა
და
ახალგაზრდობის
სამინისტროს
მხარდაჭერითა
და
„ინოვაციური
განათლების
ფონდის“
კოორდინირებით
წარმართა.