2026 წლის 25 ნოემბერს დოქტორანტ გიორგი ყიფშიძის დისერტაციის დაცვა გაიმართება

 


2026 წლის  25 ნოემბერს, 14:00  საათზე სსიპ სოხუმის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შედგება ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის გიორგი ყიფშიძის  დისერტაციის დაცვა თემაზე: „ბინათმშენებლობის ბაზრის განვითარების რეგულირების ძირითადი მიმართულებები“.

სამეცნიერო ხელმძღვანელი:  

იური  პაპასქუა - სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი  

რეცენზენტები:

დავით ჯალაღონია - სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი,  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი

ნინო ფაილოძე - სსიპ- საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების  ფაკულტეტის  პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

დისერტაციის დაცვა შედგება მისამართზე:  ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61, VI სართული, საპრეზენტაციო დარბაზი   №601.