2026 წლის
18 ნოემბერს
სოხუმის
სახელმწიფო
უნივერსიტეტში
გაიმართა
გამოფენა
„ჭუბერის
გზა
- გზა
გოლგოთად
ქცეული“.
სტუდენტებმა
და
სხვა
დამსწრეებმა
ნახეს
ვიდეომასალა ჭუბერის გზის შესახებ, შემდეგ კი გაესაუბრნენ მოვლენების უშუალო თვითმხილველებს.
ღონისძიება
მისასალმებელი
სიტყვით
გახსნა
საქართველოში
საერთაშორისო
ასოციაციის
„გზა
შინისაკენ“
კოორდინატორმა
ნუგზარ
შენგელიამ,
რომელიც
შეხვედრას
უძღვებოდა.
დამსწრეებს
სიტყვით
მიმართეს
სოხუმის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის
რექტორმა,
პროფესორმა
თეა
ჯუღელმა,
უნივერსიტეტის
ადმინისტრაციის
ხელმძღვანელმა
დავით
ჯალაღონიამ
და
რექტორის
მოადგილემ
რომეო
გალდავამ.
შეხვედრაზე
ასევე
ისაუბრეს
აფხაზეთის
უმაღლესი
საბჭოს
დეპუტატმა
ნუგზარ
მგალობლიშვილმა,
საერთაშორისო
ასოციაციის
„გზა
შინისაკენ“
საპატიო
პრეზიდენტმა
მიხეილ
კოპალიანმა
და
სოხუმის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის
ასოცირებულმა
პროფესორმა,
ომის
ვეტერანმა
კახა
კვაშილავამ.
ვიდეოჩვენების
შემდეგ
სტუდენტებსა
და
სხვა
დამსწრეებს
საკუთარი
მოგონებები
გაუზიარეს
მოვლენების
თვითმხილველებმა
- ინჟინერ-მშენებელმა
ლევან
ორმოცაძემ
და
ექიმმა
ზურაბ
ჯურხაძემ,
რომელიც
დევნილობამდე
აფხაზეთის
მთავარი
ფთიზიატრი იყო.
გამოფენა
ნაწილია
ღონისძიებათა
სერიისა სახელწოდებით
„აფხაზეთის
ომის
დროს
ქართველთა
წინააღმდეგ
ჩადენილი
ეთნიკური
წმენდისა
და
საერთაშორისო
ჰუმანიტარული
სამართლის
მძიმე
დარღვევების
შესახებ
ცნობიერების
ამაღლება“.
მისი
მიზანია
ისტორიული
მეხსიერების
შენარჩუნება
და
საზოგადოების
ინფორმირება
აფხაზეთის
ომის
დროს
განვითარებული
მოვლენების
შესახებ.