გამოცხადდა საბუთების მიღება ერასმუს+ სასტიპენდიო გაცვლით პროგრამაზე. პროგრამის ფარგლებში ბაკალავრიატის ერთი სტუდენტი 2027 წლის გაზაფხულის სემესტრში ეკონომიკის მიმართულებით ისწავლის ბიდგოშის უნივერსიტეტში

გამოცხადდა საბუთების მიღება ერასმუს+ სასტიპენდიო გაცვლით პროგრამაზე. პროგრამის ფარგლებში ბაკალავრიატის ერთი სტუდენტი 2027 წლის გაზაფხულის სემესტრში ეკონომიკის მიმართულებით ისწავლის ბიდგოშის უნივერსიტეტში (პოლონეთი). 

სწავლა 2027 წლის 27 თებერვალს დაიწყება და ივლისში დასრულდება. სწავლების ენაა ინგლისური ან პოლონური. პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ნოემბერი. შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელფოსტაზე - international@sou.edu.ge.