თანამშრომლობის მემორანდუმი სსუ-სა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის.  

მემორანდუმის მიზანია მხარეთა ურთიერთთანამშრომლობა ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სამუზეუმო სფეროების მიმართულებით.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს: ზურაბ ხონელიძემ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და დავით ლორთქიფანიძემ - ეროვნული მუზეუმის გენერალურმა  დირექტორმა.