საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამები ამერიკის შეერთებულ შტატებში

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის (უფროსი - პროფ .. ძაგანია) ორგანიზებით, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები თეა კუჭუხიძე და გიორგი გაბუნია ესტუმრნენ.

საელჩოს წარმომადგენლებმა სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს გააცნეს ამერიკული გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამები და შეერთებულ შტატებში სწავლის პერსპექტივები.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. ზურაბ ხონელიძემ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.