სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის "აქ ჩემი სახლია" და ვებ გვერდის www Ganakhleba.ge პრეზენტაცია.

პრეზენტაციას  უძღვებოდნენ იდეის ავტორები, ბიჭვინთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით კონჯარია და მრევლი: სვეტლანა(ნათელა) ჩხვიმიანი და გიორგი სარალიძე.

 

სვეტლანა ჩხვიმიანმა წარადგინა ვებგვერდი www Ganakhleba.ge და ახალგაზრდებს აუხსნა თუ როგორ შეიძლება მათი ჩართვა პროექტში.

 

დეკანოზმა დავით კონჯარიამ ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე, მომავალი თაობებისთვის ინფორმაციის გადაცემის აუცილებლობაზე, რომელიც ერთგვარი გზამკვლევი იქნება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში .

 

()იპ  განახლება 2018-ის დირექტორმა, გიორგი სარალიძემ თანატოლებს მოუწოდა ამ მნიშვნელოვან პროექტში აქტიური ჩართულობისკენ.

 

პროექტიაქ ჩემი სახლიამიმდინარეობს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპისის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II ლოცვა-კურთხევით.

 

ეს არის აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტერნეტ არქივი, სადაც ხდება იურიდიული მისამართების განთავსება და დამოწმება.