სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,სამშვიდობო განათლების კვლევითი ცენტრი''

20-21 დეკემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,სამშვიდობო განათლების კვლევითი ცენტრი''- ის გასვლითი, შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა კაჭრეთის ,,ამბასადორში'' . შეხვედრის თემა იყო ,,აფხაზეთის კონფლიქტი და სამშვიდობო ინიციატივები".

სხდომას ესწრებოდნენ: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნინო თოფურიძე, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი ლარისა თაკალანძე, ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე. აგრეთვე ცენტრის მიმართულების ხელმძღვანელები, თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.

შეხვედრაზე მოხსენებებით წარსდგნენ: ჯონი მარღანია, ლევან გერაძე,ზურაბ ხონელიძე და სხვა მომხსენებლები.

დასასრულს სხდომა შეაჯამა ,, სამშვიდობო განათლების კვლევითი ცენტრი''-''ს ხელმძღვანელმა თენგიზ ფხალაძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ცენტრის სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებზე.