მომსახურება

რა სახის ცნობებს ამზადებს სსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი კურსდამთავრებულთათვის/სტუდენტებისათვის?

 

ცნობას ტიტულოვან ბლანკზე (სტუდენტის სტატუსის შესახებ, გავლილი საგნების, საკონტაქტო საათების, კრედიტების რაოდენობისა და კურსდამთავრებულის საშუალო ქულის (GPA) მითითებით); 

აპოსტილით დასამოწმებელი სხვადასხვა შინაარსის ცნობებს;

ზემოაღნიშნული ცნობების მისაღებად კურსდამთავრებული/სტუდენტი განცხადებით მიმართავს სუ-ს კანცელარიას. კურსდამთავრებულის/სტუდენტის უცხოეთში ყოფნის შემთხვევაში, სსუ-ს განცხადებით მიმართავს მისი მინდობილი პირი, რომელმაც უნდა წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა. 


რა შემთხვევაში გაიცემა მოწმობა?

პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხური, ეძლევა სათანადო მოწმობა.

მოწმობის დასამზადებლად კურსმოსმენილმა განცხადებით უნდა მიმართოს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს.

პირს, რომელმაც დაამთავრა რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამა (პროფესიული მზადების/სუბსპეციალობა), ეძლევა მოწმობა.


რა შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი?

60 კრედიტიანი (დამოუკიდებლად არსებული) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებზე;

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ.


რა შემთხვევაში მზადდება დიპლომისა და დიპლომის დანართის დუბლიკატი?

დუბლიკატი მზადდება დიპლომისა და დიპლომის დანართის დაკარგვისა და დაზიანების შემთხვევაში.

 ა) დიპლომისა და დიპლომის დანართის დაკარგვის შემთხვევაში კურსდამთავრებული სსუ კანცელარიაში წარმოადგენს განცხადებას რექტორის სახელზე დიპლომის ან/და დიპლომის დანართის დაკარგვისა და დუბლიკატის მოთხოვნის შესახებ;

 ბ) დიპლომისა და დიპლომის დანართის დაზიანების შემთხვევაში სსუ კანცელარიაში წარმოადგინონ:

• განცხადება რექტორის სახელზე დიპლომის ან/და დიპლომის დანართის დუბლიკატის მოთხოვნის შესახებ;

• დაზიანებული დიპლომისა და დიპლომის დანართის დედანი.


რა შემთხვევაში იცვლება დიპლომი და დიპლომის დანართი?

• სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის შემთხვევაში;

• ქორწინების ან განქორწინების შედეგად გვარის შეცვლისას;

• ტექნიკური ხარვეზის არსებობისას.


 რა უნდა წარმოადგინოთ დიპლომისა და დიპლომის დანართის შესაცვლელად?

 სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის შემთხვევაში სსუ კანცელარიაში უნდა წარმოადგინოთ:

• განცხადება რექტორის სახელზე;

• სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მოწმობის ასლი;

• დიპლომისა და დიპლომის დანართის დედანი;

• პირადობის მოწმობის ასლი გაცემული სახელის, მამის სახელის, გვარის შეცლის შემდეგ.


ქორწინების ან განქორწინების შედეგად გვარის შეცვლის შემთხვევაში სსუ კანცელარიაში უნდა წარმოადგინოთ:

• განცხადება რექტორის სახელზე;

• ქორწინების ან განქორწინების მოწმობის ასლი;

• დიპლომისა და დიპლომის დანართის დედანი;

• პირადობის მოწმობის ასლი გაცემული ქორწინების ან განქორწინების შემდეგ გვარის შეცვლის გამო.

 

ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში სსუ კანცელარიაში უნდა წარმოადგინოთ:

• განცხადება რექტორის სახელზე;

• პირადობის მოწმობის ასლი;

• დიპლომისა და დიპლომის დანართის დედანი;

• დაბადების მოწმობა (საჭიროების შემთხვევაში).


სად მზადდება დიპლომი, სერტიფიკატი და მოწმობა?

სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტში.


სად და როდის გაიცემა დიპლომი, სერტიფიკატი და მოწმობა?

სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტში, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა (ადმინისტრაციულიკორპუსი, პოლიტკოვსკაიას ქ.№ 61, ოთახი N202, 9:00 -დან 18:00 საათამდე).


ვისზე გაიცემა დიპლომი, სერტიფიკატი და მოწმობა?

გაიცემა მფლობელზე ან მის მინდობილ პირზე, რომელმაც უნდა წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა.


რა დოკუმენტაცია არის საჭირო დიპლომის ასაღებად?

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

• ცნობა სსუ-ს ბიბლიოთეკიდან (პოლიტკოვსკაიას ქ.№ 61, ოთახი №312);

• ცნობა სწავლის საფასურის გადახდის შესახებ (პოლიტკოვსკაიას ქ.№ 61, ოთახი №209);

• ცნობა ცნობა სტუდენტთა პრაქტიკისა და კარიერის მართვის სამსახურიდან (პოლიტკოვსკაიას ქ.№ 61, ოთახი №306).


რა დოკუმენტია საჭირო სერტიფიკატისა და მოწმობის ასაღებად?

სერტიფიკატისა და მოწმობის ასაღებად საჭიროა წარმოადგინოთ პირადობის მოწმობა.


ვის უნდა მიმართოს კურსდამთავრებულმა სსუ-ს მიერ გაცემული დოკუმენტების ასლების დასამოწმებლად და კონვერტში დასალუქად მოსათავსებლად?

კურსდამთავრებულმა განცხადებით უნდა მიმართოს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს.


ვის უნდა მიმართოს სტუდენტმა სტუდბილეთის მისაღებად?

 უნდა მიმართოს  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.