სიახლე ენების ცენტრში

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის ენების ცენტრი უნივერსიტეტის ფარგლებში აცხადებს უფასო საპილოტე სასერტიფიკატო პროგრამაზე სსუ-ს სტუდენტთა მიღებას გერმანულ და ინგლისურ ენებში:

 

1.ინგლისური ენა: TOEFL -ის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსები English Book in Georgia (TOEFL,TOEC-ის სასერტიფიკატო გამოცდების ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში) ორგანიზაციასთან პარტნიორობით


სტუდენტთა შერჩევა მოხდება TOEFL -ისთვის განკუთვნილი ტესტირების საფუძველზე.


კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტი მიიღებს TOEFL -ის საერთაშორისო სერტიფიკატს.

 

2.გერმანული ენის შესწავლა A1-A2 დონეზე!

სტუდენტთა შერჩევა მოხდება მხოლოდ კონკურსის (გასაუბრების)წესით.

გერმანული ენის საპილოტე სასერტიფიკატო კურსების დასრულების შემდეგ ევროპული ენების ინსტიტუტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში კურსის წარმატებულ მონაწილეებს მიეცემათ სერტიფიკატი და შესაძლებლობა გაიარონ 3 თვიანი ანაზღაურებადი პრაქტიკა გერმანიაში ცხოვრებისა და კვების ხარჯების უზრუნველყოფით. 

 

მის.: ანა პოლიტკოვსკაიას N 61, სსუ-ს I კორპ. ენების ცენტრი, ოთახი 206.

საკონტაქტო ტელეფონი :  2 54 14 11

 

ასოც. პროფესორო მაია დარასელია - პროექტის ინგლისური ენის კოორდინატორი/სსუ-ს ენების ცენტრის უფროსი

ნანა ედიშერაშვილი/ პროექტის გერმანული ენის კოორდინატორი


TOEFL -ის სასერტიფიკატო კურსებზე რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ  ქვევით მითითებულ ბმულზე:

https://goo.gl/forms/85HAJcNU7lwgvKw53

რეგისტრაციის ბოლო  დღეა  05.03.2019 18.00 საათი

პრეზენტაცია - მარტი, 12.00 საათი

ტესტირება - 7 მარტი 11.00 საათი

  

გერმანული ენის სასერტიფიკატო კურსებზე რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ქვევით მითითებულ ბმულზე:

https://goo.gl/forms/Mo0n223dIvzfNlAg1

რეგისტრაციის ბოლო დღეა 15.03.2019 18.00 საათი

 

პრეზენტაცია - 12 მარტი, 13 საათი

ტესტირება - 18 მარტი, 11 საათი