სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით

 

რეგისტრაცია: 2019 წლის 4 მარტიდან  15 მარტის 24სთ-მდე.

 

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი აწყობს სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესს, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით.

 

პროცესზე მხარეებს მოუწევთ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე მსჯელობა და კამათი, რომ დაარწმუმონ ნაფიცი მსაჯულები საკუთარი პოზიციის სისწორეში.

 

მონაწილეები გაივლიან მომზადებას შემდეგ საკითხებში :

 

-        შესავალი და დასკვნითი სიტყვა;

-        მტკიცებულებების შეფასება;

-        შუამდგომლობის და პროტესტის დაყენება/დასაბუთება;

-        პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვა.

 

მონაწილეებს მოამზადებენ კვალიფიციური პრაქტიკოსი იურისტები.

 

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია სსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ნებისმიერი კურსის  ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტს.

 

შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრების თარიღისა და ადგილის შესახებ მონაწილეებს წინასწარ ეცნობებათ.

 

მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ და შეავსონ ქვემოთ მითითებული სააპლიკაციო ფორმა :

https://docs.google.com/forms/d/1g9_I40a0RB88rW787FbbKkQUnT61QrGhbdu1SEYfcyk/edit

 

ასევე, ცხადდება რეგისტრაცია ნაფიც მსაჯულთა შესარჩევად.  ნაფიცი მსაჯული შეიძლება იყოს სსუ-ის ნებისმიერი ფაკულტეტისა და კურსის სტუდენტი. სულ შეირჩევა 12 მონაწილე.

 შერჩევა მოხდება გასაუბრების გზით.

 

მსურველებმა უნდა შეავსონ ქვემოთ მითითებული სააპლიკაციო ფორმა :

https://docs.google.com/forms/d/1-DHO3ujK4QR58gNQciLW3mKZo_oxDPXqAX4IwVCayYM/edit



საკონტაქტო პირი ვახტანგ კოჭატაშვილი, TEL:  995 568-10-54-75