დამფუძნებელი კრების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია

        მიმდინარე  წლის თებერვალში შესრულდა დამფუძნებელი კრების არჩე­ვი­დან 100 წლის იუბილე, ხოლო 12 მარტს პირველი წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომის საზეიმო გახსნიდან 100 წლისთავი (სხდომა გახსნა დამფუძნებელი კრების უხუცესმა წევრმა სილიბისტრო ჯიბლაძემ). აღნიშნული თარიღი თანამედროვე საქართველოს ის­ტო­რიაში პარლამენტარიზმის ისტორიის ათვლის რეალურ დღედ ითვლება. სო­ხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება რა საქართველოს პარლამენტის მიერ ინი­ცი­რე­ბულ საზეიმო კვირეულს, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით  ატარებს  ღო­ნი­სძიებათა ციკლს, რომელთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნე­ლო­ვა­ნესია დამფუ­ძ­ნე­ბე­ლი კრების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი  ეროვნული სამეც­ნი­ე­რო კონფერენცია, რომელიც გაიხსნება  2019 წლის 14 მარტს, 12 საათზე, ადმი­ნი­ს­ტ­რაციული კორპუსის სააქტო დარბაზში (პოლიტკოვსკაიას ქუჩა N61, VII სართული), ხოლო სექციური მუშაობა გაგრძელდება  V სართულზე, 507-ე და 506-აუდი­ტო­რი­ებში. 

კონფერენციის საზეიმო გახსნაზე, დამფუძნებელი კრების 100 წლისთავისადმი მი­ძ­ღ­ვ­ნილი სტუდენტური ესეების კონკურსის  საუნივერსიტეტო ეტაპზე გამარჯვე­ბუ­ლე­ბის დაჯილდოვება გაიმართება. 


                                                                                                                                                 იხილეთ კონფერენციის პროგრამა

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი