რექტორთა საბჭოს სხდომა

        16 მარტს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე კაჭრეთის ამბარსადორში დაესწრო საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭოს გასვლით სხდომას, რომელიც შეფასებისა და განვითარების ეროვნული ცენტრის და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

        სხდომაზე გაიმართა გამოცდების ახალი მოდელის, 2020 წლიდან გრანტების განაწილების ახალი წესის, სტუდენტთა მობილობის, 180 კრედიტიანი საბაკალავრო პროგრამის და 60 კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია.

        რექტორთა წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ: სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი - სოფიო გორგოძე; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი - გიორგი ვაშაკიძე; სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მათემატიკის ჯგუფის უფროსი - ზაზა თევდორაძე; რეესტრის სამმართველოს უფროსი - ნინო წერეთელი; განათლების ხარისხის განვითარების სამმართველოს უფროსი - ნინო ბერელიძე.

        საკითხების განხილვაში მონაწილეობდნენ უმაღლესი სასწავლებლების რექტორები. 
დისკუსიის შედეგები შეაჯამა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა - მიხეილ ბატიაშვილმა.

        2020 წლიდან უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტები ჩააბარებენ სამ სავალდებულო საგანს. ჰუმანიტარულ მიმართულებებზე: ქართული, ინგლისური, ისტორია; ტექნიკურ მიმართულებებზე: ქართული, ინგლისური, მათემატიკა. იცვლება დაფინანსების მოდელიც.