ერასმუს + პროგრამა პორტოს უნივერსიტეტში (პორტუგალია)!

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მე-2 და მე-3 კურსის და მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ პორტოს უნივერსიტეტის (პორტუგალია)გაცვლით სასწავლო პროგრამაში.

 

მობილობის პერიოდი: 2019 სექტემბერი - 2020 წლის იანვარი (შემოდგომის სემესტრი).

 

ფაკულტეტი: სსუ-ის ყველა ფაკულტეტი.

 

სწავლების ენა: ინგლისური/პორტუგალიური.

 

პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია:

 

1) შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსთან პორტოს უნივერსიტეტში გასავლელი საგნების შეთანხმება (ერთი სემესტრისთვის სულ მცირე 24 – 30 ECTS კრედიტი).

გადადით მოცემულ ბმულზე და შეარჩიეთ საგნები: https://sigarra.up.pt/up/en/web_base.gera_pagina…

 

კონკრეტული პროგრამის არჩევის შემდეგ გადადით „Study Plan”-ში, სადაც ნახავთ აღნიშნული პროგრამის კურიკულუმს (საგნების ჩამონათვალს).

 

გაითვალისწინეთ: მხოლოდ ის საგნებია ინგლისურ ენაზე, რომელთა დასახელებაც ინგლისურ ენაზეა მოცემული.

 

2) ამონაწერი გავლილი საგნების და მიღებული შეფასებების შესახებ.

 

3) საგნების შერჩევის შემდეგ გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია.

(https://international.up.pt/…/Application_Procedures_2019-2…)

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 25 აპრილი, 2019.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ: international@sou.edu.ge

 

გისურვებთ წარმატებებს!