2019
წლის 25 აპრილს 14:00
საათზე
სოხუმის
სახელმწიფო
უნივერსიტეტში (ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №26, VII სართული, საპრეზენტაციო
დარბაზი) ჰუმანიტარულ
მეცნიერებათა
ფაკულტეტის
ფილოლოგიის
სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი მიხეილ ანთაძე ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს
დისერტაციას
თემაზე:
„მითოლოგიური ნარატივის ლიტერატურული ტრანსფორმაცია XX საუკუნის ქართულ რომანში (ო. ჭილაძის რომანები - „გზაზე ერთი
კაცი მიდიოდა“ და „ყოველმან ჩემმან
მპოვნელმან“)“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი: მარიამ მირესაშვილი - ფილოლოგიის მეცნიერებათა
დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის პროფესორი;
ექსპერტები: ინგა მილორავა - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული
პროფესორი და
მარინე
ტურავა - ფილოლოგიის
დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ასოცირებული პროფესორი;
ოფიციალური რეცენზენტები: როსტომ ჩხეიძე - ფილოლოგიის
მეცნიერებათა დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის
მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი და ნანა კუცია - ფილოლოგიის დოქტორი,
სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
დისერტაციის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში.