XIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სოციალურ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში (Pedagogium University of Social Sciences), ქ. ვარშავა (პოლონეთი)

XIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სოციალურ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში (Pedagogium University of Social Sciences), ქ. ვარშავა (პოლონეთი)

2019 წლის მაისში ქ. ვარშავაში (პოლონეთი) XIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „განათლება და ეკონომიკა 2019“, რომელიც ჩატარდა სოციალურ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლის მიერ (Pedagogium University of Social Sciences) მიწვეული იყვნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, პროფესორი ლ. თაკალანძე და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მადონა გელაშვილი.


ზემოაღშნიშნულ კონფერენციას სტუმრობდა ევროპის 9 ქვეყნის 14 უმაღლესი სასწავლებელისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენელი.

კონფერენციის პლენარულ სესიაზე ლ. თაკალანძე წარსდგა პრეზენტაციით „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა პოლონეთის უმაღლეს სასწავლებლებთან და სამეცნიერო საზოგადოებებთან“. მან ისაუბრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზე, მის აწყმოსა და სამომავლო პერსპექტივებზე, ამასთან ერთად, დამსწრე სამეცნიერო საზოგადოებას წარუდგინა მოხსენება „ბიზნესის განვითარების ტენდენციები საქართველოში“. ასოცირებულმა პროფესორმა მადონა გელაშვილმა კონფერენციაზე წარმოადგინა მოხსენება „საქართველო ინოვაციების გლობალურ ინდექსში“. მოხსენებებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. კონფერენციის მეორე დღეს გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელიც ეძღვნებოდა განათლებისა და ეკონომიკის აქტუალურ საკითხებს, დაისვა საკითხი საერთაშორისო საგანმანათლებლო-სამეცნიერო კონსორციუმის შექმნისა და ზოგადად, შემდგომი თანამშრომლობის ფორმების შესახებ.