Erasmus+Mobility from Sokhumi State
University to University of Dunaújváros @https://www.facebook.com/uod.official/
გამოცხადდა საბუთების მიღება ERASMUS+ სასტიპენდიო
გაცვლით პროგრამაზე უნგრეთის დუნაიუვაროშის უნივერსიტეტში (http://www.uniduna.hu)
მეორე და მესამე კურსის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის!
სწავლის პერიოდი: 2019 -2020 წლის გაზაფხულის
სემესტრი.
გამოყოფილი ადგილების რაოდენობა: 2 ადგილი.
სწავლების ენა: ინგლისური.
პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია:
1) შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უფროსთან დუნაიუვაროშის
უნივერსიტეტში გასავლელი საგნების (მინიმუმ 30 კრედიტის) შერჩევა. პროგრამების და საგნების
ჩამონათვალი იხ. ბმულზე:
https://drive.google.com/file/d/1GTTal-oNPX4iSxY0s5TsvdCDdsgCO9Br/view?ts=5e1c3307
2) საგნების შერჩევის შემდეგ მოცემული აპლიკაციის
შევსება:
3) შევსებული აპლიკაციის წარდგენა საერთაშორისო
ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურში (ა.პოლიტკოვსკაიას ქ.
61, პირველი კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი 319).
4) ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა (საერთაშორისო
სერთიფიკატის წარდგენა); სერთიფიკატის არარსებობის შემთხვევაში, აპლიკანტები გაივლიან
ტესტირებას.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის
20 იანვარი.