სტატუსშეჩერებული სტუდენტების აღდგენისა და შიდა მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სტატუსშეჩერებული სტუდენტების აღდგენისა და შიდა მობილობის პროცესის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის   ბრძანეის  საფუძველზე ცხადდება მობილობა.     

·        სტატუსშეჩერებული სტუდენტების აღდგენისა და შიდა მობილობის მსურველთა  განაცხადებების მიღება განხორციელდება 2020 წლის 27 იანვრიდან 14 თებერვლის ჩათვლით ყოველდღე 1000 საათიდან 1700 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩა №61, ოთახი №209;

·        აღდგენა/შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია გააფორმოს ხელშეკრულება უნივერსიტეტთან და სემესტრული გადასახადის ფარგლებში გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია 2020 წლის 21 თებერვლის ჩათვლით;

·        ფაკულტეტის დეკანებმა უნდა უზრუნველყომოტივირებული დასკვნების მომზადება სტუდენტების მიერ გავლილი უმაღლესი სასწავლო კურსების ცნობის შესახებ და წარმოადგინონ    სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტში  21 თებერვლის ჩათვლით;

·        სტუდენტების აღდგენის/შიდა მობილობით ჩარიცხვის შესახებ ბრძანება გამოიცემა არა უგვიანეს 28 თებერვლისა.