ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქართული დიასპორული ორგანიზაციების კოალიციასთან

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქართული დიასპორული ორგანიზაციების კოალიციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს, ერთი მხრივ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და მეორე მხრივ, ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიციის მთავარი საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეიძემ.

მეტის ნახვა