საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემია 25 წლისაა

საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიას დაარსებიდან 25 წელი შეუსრულდა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ მეოთხედსაუკუნოვანი იუბილე აკადემიის პრეზიდენტს ბატონ თეიმურაზ ბაბუნაშვილს მიულოცა:

„ღრმად პატივცემულო ბატონო თეიმურაზ,

გვაქვს  პატივი,  სოხუმის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  სახელით,  მოგილოცოთ საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის 25 წლის  იუბილე.

 მეოთხედი  საუკუნი ს   მანძილზე  საქართველოს  ბიზნესის  აკადემიამ  მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული ეკონომიკური აზრის, ეკონომიკური მეცნიერებების განვითარების თვალსაზრისით.

გულითადად  გისურვებთ    შემდგომ   სამეცნიერო   და   საზოგადოებრივ წარმატებას  ჩვენი   სამშობლოს   საკეთილდღეოდ.  კიდევ   ერთხელ  გიდასტურებთ   მხარდაჭერასა  და  პატივისცემას.“