ჩვენს შესახებ

საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემია

 

საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიაარაკომერციული, არამომგებიანი იურიდიული პირი, დამოუკიდებელი სამეცნიერო საზოგადოებრივი გაერთიანებაა. იგი აერთიანებს პედაგოგიკის, პედაგოგიური ფსიქოლოგიისა და მომიჯნავე მეცნიერებათა დარგების მეცნიერებს, ცნობილ პრაქტიკოს პედაგოგებს, ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მოღვაწეებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ეროვნული განათლების განვითარებაში.

საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემია საქართველოს პედაგოგიკის მეცნიერებათა საზოგადოებრივი აკადემიის სამართალმემკვიდრეა, რომლის დაფუძნების მიზნით 1993 წელს ჩამოყალიბდა საორგანიზაციო კომიტეტი (ხელმძღვანელი პროფესორი ვლადიმერ გაგუა, წევრები, პროფესორები: აკაკი ბაინდურაშვილი, ნოე გელაშვილი, კარლო მაჭარაშვილი, ლევან ჩიქვანაია, ლეონიდე ჯახაია). მოსამზადებელმა სამუშაოებმა ორი წელი გასტანა. აკადემიის ჩამოყალიბებას მხარი დაუჭირა განათლების სამინისტრომ (მინისტრი თამაზ კვაჭანტირაძე). 1995 წლის 24 ივნისს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკის მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის სააქტო დარბაზში შედგა პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი კრება.

კრებამ აირჩია აკადემიის შემადგენლობა, დაამტკიცა აკადემიის წესდება, მმართველი ორგანოები, ძირითადი მიმართულებები, განსზღვრა სამომავლო გეგმები და მათი განხორციელების ფორმები. აკადემიის პრეზიდენტად არჩეულ იქნა პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი ნათელა ვასაძე.

პედაგოგიკის დარგის აღიარებულ მეცნიერთა გარდა, აკადემიაში გაერთიანდნენ განათლების მომიჯნავე (ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ფილოლოგია, ისტორია, იურისპრუდენცია, ფიზიკური აღზრდა, არტ-პედაგოგიკა) პრობლემებზე მომუშავე წამყვანი მეცნიერები.

აკადემიაში გარდა თბილისისა წარმოდგენილნი იყვნენ მეცნიერები აფხაზეთიდან, აჭარიდან, ცხინვალიდან, ქუთაისიდან, თელავიდან და გორიდან.

განათლების სისტემაში მიმდინარე თვისობრივი და სისტემური რეფორმების გათვალისწინებით 2000 წლის ივნისში პედაგოგიკის მეცნიერებათა საზოგადოებრივი აკადემია გარდაიქმნა განათლების მეცნიერებათა აკადემიად.

აკადემია დაარსებიდან დღემდე ხელს უწყობდა საქართველოს პედაგოგიკური პოტენციალის გამოყენებას, განათლების მეცნიერებებში არსებული რესურსების მაქსიმალურ ამოქმედებას, ეროვნული განათლების სრულყოფა-განვითარებას და საგანმანათლებლო სფეროში მიღწეული წარმატებებისა და ინოვაციების რეალიზაციას მომავალი თაობის ზნეობრივი, ინტელექტუალური აღზრდისა და ფიზიკური განვითარებისათვის. ამ მიზნით მიმდინარეობს ინტენსიურ კვლევები პედაგოგიკაში, პედაგოგიურ ფსიქოლოგიასა და განათლების მეცნიერებათა სხვა დარგებში.

აკადემია მიზნად ისახავს მოახდინოს მეცნიერთა ძალების კონსოლიდაცია საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციური პროექტებისა და პროგრამების დანერგვისათვის, სამეცნიერო-კვლევითი გეგმების შედგენის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს განათლების შინაარსობრივი სრულყოფის საკითხებს, მოწინავე გამოცდილების მეცნიერულ ანალიზს, ამ გამოცდილების ეროვნულ საგანმანათლებლო ტრადიციებთან გონივრულ შერწყმას, ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვას სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობაში.

2015 წელს აკადემიის პრეზიდენტად არჩეული იქნა პროფესორი დავით გოცირიძე, ხოლო აკადემიის პირველი პრეზიდენტი, აკადემიკოსი ნათელა ვასაძე საპატიო პრეზიდენტად. ამ პერიოდში აკადემიაში ირიცხებოდა 114 წევრი.

2015 წლის ოქტომბერში საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიამ საზეიმოდ აღნიშნა დაარსებიდან 20 წლისთავი.

2016 წლის 30 იანვარს აკადემიის საერთო კრებამ განიხილა ორგანიზაციული საკითხები. დაამტკიცა საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის წესდება ახალი რედაქციით და აირჩია აკადემიის პრეზიდიუმი.

2017 წლის 12 სექტემბერს აკადემიის საერთო კრებამ პრეზიდენტად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აირჩია პროფესორი ზურაბ ხონელიძე

 

აკადემიის ოფიციალური ვებ-გვერდი: http://www.sgma.ge/ (ამჟამად მიმდინარეობს რეორგანიზაცია)

 

 

საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრები

 

ვასაძე ნათელასაპატიო პრეზიდენტი

ხონელიძე ზურაბპრეზიდენტი 

ასათიანი ავთანდილთანაპრეზიდენტი

ბიბილეიშვილი ლუბააკადემიკოს-მდივანი 

მალაზონია დავითვიცე-პრეზიდენტი (სასკოლო განათლების მიმართულების ხელმძღვანელი)

მენთეშაშვილი ლია – ვიცე-პრეზიდენტი (პედაგოგიკური მეცნიერებების მიმართულების ხელმძღვანელი)

ძაგანია ინდირა – ვიცე-პრეზიდენტი (საზღვარგარეთთან ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელი)

ახალაძე ლია – სკოლის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე

ყიფიანი გელა – ვიცე-პრეზიდენტი (ზუსტ მეცნიერებათა მიმართულების ხელმძღვანელი)

თავდგირიძე ლელა – აჭარის განყოფილების თავმჯდომარე

ჯინჯიხაძე ჯემალ – აფხაზეთის განყოფილების თავმჯდომარე

სოსიაშვილი გიორგი – ვიცე-პრეზიდენტი (უმაღლესი სკოლების მიმართულების ხელმძღვანელი)

ტატიაშვილი თამარ

იამანიძე ინეზა

ქორიძე კახა

ბალანჩივაძე რევაზი

კარანაძე თამაზი

გიგაური ვაჟა

 

 

 

 

 

საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემია

ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, მიძღვნილს აკადემიკოს ნათელა ვასაძის 90-ე წლის იუბილესადმი:

 

„უმაღლესი სკოლის პედაგოგიკის თანამედროვე

პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“.

 

კონფერენცია ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, Zoom-პლატფორმის, მეშვეობით:

https://zoom.us/j/93795149552?pwd=SWVZVGpRS25tamlhbEdxVk1aUFhVQT09

შეხვედრის ID: 937 9514 9552

პაროლი: 123456

 

დასაწყისი: 2020 წლის 26 დეკემბერი, შაბათი, 12:00.