საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სააუდიტორიო მეცადინეობების დაწყებამდე, 2020 წლის 16 მარტიდან 1 აპრილამდე პერიოდში ახორციელებს სასწავლო მასალების ელექტრონული წესით მიწოდებას სტუდენტური სერვისების საშუალებით. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, ეწვიოთ უნივერსიტეტის ელექტრონულ სისტემა StudLab - ს.
ასევე გაცნობებთ, რომ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ფაკულტეტებთან კომუნიკაცია შესაძლებელია ქვემოთ მითითებული ელექტრონული ფოსტისა და ტელეფონების მეშვეობითაც:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტი - nsmtp@sou.edu.ge , 577 17 07 01, 577 17 07 03;
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - humanities@sou.edu.ge , 577 17 07 79, 577 96 38 17;
განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - education@sou.edu.ge , 577 17 07 23, 577 96 38 88;
ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - bss@sou.edu.ge , 577 17 07 08, 577 96 39 35
სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტი - f.law@sou.edu.ge , 577 90 70 90, 577 17 07 96.
ერთმანეთის მხარდაჭერითა და ერთობლივი ძალისხმევით დავძლევთ შექმნილ რთულ ვითარებას.