სამუშაო შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2020 წლის 24 მარტს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ბატონ ზურაბ ხონელიძის ხელმძღვანელობით გაიმართა სამუშაო შეხვედრა ონლაინ-სწავლების საკითხებთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნინო თოფურიძე, კომპიტერული ინოვაციებისა და ელექტრონული სერვისების მართვის ცენტრის უფროსი ნანა გულუა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი რომეო გალდავა,საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილების უფროსი ვახტანგ დანელია და ფაკულტეტთა დეკანები: ლია ახალაძე, ვეფხვია გვარამია, ნესტან კეკელია, მერაბ ნაჭყებია, დავით ჯალაღონია.

 

რექტორმა მათ გააცნო სახელმწიფოში კორონა ვირუსით SARS-CoV 2-თ დაინფიცერებისას გამოწვეული დაავადება COVID-19-ის პრევენციისათვის გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მიერ ერთობლივად გამოცემული ბრძანება და დეკრეტი.  შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია შექმნილი რთული მდგომარეობის პირობებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა აღნიშნული განხორციელოს დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით.

 

შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელეს და შეიმუშავეს შესაბამის მოქმედებათა გეგმები, რომლებიც განიხილავს სსუ-ს აკადემიური საბჭო და  ის შესაბამის დადგენილებაში აისახება.

რექტორმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო „ტვ 24“-ის წარმომადგენლის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მკვლევარის, ბატონ ბადრი ნაჭყებიას სსუ-სადმი შეთავაზება მისი მაუწყებლის პოტენციალის გამოყენება ტელე-ლექციებისათვის. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სიამოვნებით გამოიყენებს ამ შესაძლებლობას და ამასთან ერთად, იქვე დაიგეგმა მჭიდრო თანამშრომლობა „ტვ 24“-თან, რომლის ერთ-ერთი გამოხატულება იქნება აღნიშნულ მაუწყებელში გადაცემათა ციკლის „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საათის“ შემოღება.